და რა მოხდება ვითომ, თუკი შევწყვეტ მოწევას?ბროშურა იმ პირთათვის, რომლებიც სერიოზულად არ ეკრანზე წაკითხვის ნაცვლად შეგიძლიათ დაბეჭდოთ ეს ბროშურა
თუკი მწეველთა უმრავლესობის მსგავსად, არ აპირებთ მოწევისათვის თავის დანებებას უახლოეს პერიოდში, მაშინ ეს ბროშურა თქვენთვის არის განკუთვნილი. მისი მიზანია, რომ გაგაცნოთ ის უპირატესობები, რაც სიგარეტის გარეშე ცხოვრებას გააჩნია და ხელი შეგიწყოთ თამბაქოს გადაგდებაში. ინფორმაციები მოგვაწოდეს მწეველებმა და არამწეველებმა, აქვეა განხილული ყველაზე უახლოესი სამეცნიერო მონაპოვრები. სიგარეტის გარეშე ცხოვრების უპირატესობებიერთ-ერთი გამოკვლევის შემდეგ ყოფილმა მწეველებმა ჩამოაყალიბეს რამოდენიმე სახეობის უპირატესობა, რომელიც სიგარეტის გარეშე ცხოვრებას გააჩნია:
გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა თამბაქოს მოხმარების შეწყვეტითმიუხედავად თქვენი ასაკისა და წლებისა, რომელთა განმავლობაშიც ეწეოდით:
ქალები ბევრად მოგებულები არიან, როდესაც სიგარეტს თავს ანებებენ
მოწევისათვის თავის დანებებით, თქვენ აგრეთვე იცავთ თქვენს ბავშვებს
მოწევის უარყოფითი მხარეებიაქ არის მოცემული მთელი რიგი უარყოფითი მხარეები, რომელიც მოწევას გააჩნია. ეს ფრაზები ამოღებულია ჩვენი გამოკვლევების მონაწილეების გამონათქვამებიდან:
იცით თუ არა რომ?
მოწევისას თქვენ შთანთქავთ:
“მოწევისას საფრთხეში აგდებთ სხვების ჯანმრთელობას”იმ არამწეველებში, რომლებიც მწეველებიის გვერდზე ცხოვრობენ, ფილტვის კიბოს რისკი 26%-ით მაღალია, ვიდრე იმ არამწეველებში, რომლებიც მწეველებთა ერთად არ ცხოვრობენ. გულის შეტევების რისკი კი 23%-ით მაღალია. “თქვენი იმიჯი, რითაც სხვების წინაშე წარსდგებით”დღესდღეობით, სულ უფრო უარესი შთაბეჭდილება იქმნება მწეველის დანახვისას. წარმოიდგინეთ ის უარყოფითი იმიჯი, რითაც წარუდგებით თქვენს ოჯახს, თქვენს შვილებს, კოლეგებს, უფროსობას. სიგარეტის გადაგდებით კი შექმნით ძლიერი, პასუხიმგებლობის უნარის მქონე, ნებისყოფიანი პიროვნების იმიჯს, რომელიც უფრთხილდება საკუთარ და სხვათა ჯანმრთელობას. “ბავშვებისათვის მიცემულ მაგალითი”როდესაც მოზრდილები ბაძავენ უფროსების საქციელს, მოზრდილებს ნაწილობრივ პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ საქცილეზე. მოწევის შეწყვეტით ახალგაზრდებს დადებით მაგალითს მისცემთ. “ხელს უწყობთ თამბაქოს ინდუსტრიის აყვავებას?”სიგარეტის ყიდვით თქვენ ხელს შეუწყობთ თამბაქოს ინდუსიტრიას, რომელიც მუშაობას მიმართავს ბავშვთა და ახალგაზრდათა სამიზნე ჯგუფებისაკენ, თამბაქოს შემადგენლობას ისე ცვლის, რომ მწეველი ბევრად დამოკიდებული გახდეს მასზე. ინდუსტრია აგრეთვე ცრუობს მრავალი წლის განმავლობაში უარყოფს იმ ფაქტს, რომ იწვევს ფიზიკურ დამოკიდებულებას, თუმცა ეს უკვე დიდი ხანია ცნობილია. რა გიჯდებათ მოწევარამდენს ხარჯავთ ყოველდღიურად სიგარეტზე? ------ $ / დღეში. გაამრავლეთ ეს რიცხვი 365-ზე, რათა გაიგოთ რამდენს ხარჯავთ წელიწადში? -------- $ / წელიწადში. გაამრავლეთ ეს რიცხვი 10-ზე, რათა დაადგინოთ 10 წლის განმავლობაში დახარჯული თანხის რაოდენობა ----- $ / 10 წელიწადში. დაწერეთ რისი ყიდვა შეგეძლოთ ამ ფულით: ________________________ _________________________ რატომ აგრძელებთ სიგარეტის მოწევას?მიზეზები თუ რატომ ვაგრძელებ მოწევას: _________________________________________________________ _________________________________________________________ აქ არის მოყვანილი მთელი რიგი მიზეზები, რომლებიც მწეველებმა მოიყვანეს არგუმენტებად, გამოკვლევების ჩატარებისას :“მე მოწონს მოწევა”სიამოვნება, რასაც სიგარეტისაგნ იღებთ, შეიძლება სხვა რამითაც მიიღოთ. სიგარეტის გადაგდებისას, გექნებათ წარმატების შეგრძნება, თავს უკეთეს ფორმასი იხილავთ, მთლიანად გამოგიკეთდებათ ყნოსვისა და გემოვნების შეგრძნებანი, საკვები და სასმელი უკეთესი გემოსი გახდება, სუნთქვა აღარ შეგეკვრებათ. სიგარეტის გადაგდებით აღარ იჯავრებთ იმ რისკების შეასახებ, რასაც თქვენსა და სხვათა ჯანმრთელობას უქმნით. “მოწევა მაწყნარებს”მოწევის გარდა არსებობს სხვა გზებიც, რითაც დამშვიდება შეიძლება. რამოდენიმეჯერ ღრმად ჩაისუნთქეთ, წადით სასეირნოდ, მეტი ივარჯიშეთ, საკმარისად დაიძინეთ. დამშვიდებით გამოწვეული სიმაოვნების გრძნობა მოწევის შემდეგ თქვენს ნიკოტინზე დამოკიდებულებაზე მიუთითებს. იგი წარმოადგენს ნიკოტინის გამოდევნის სიმპტომების ჩაქრობის შედეგს. არამწეველები ნიკოტინის მიღებისას არც სიმშვიდეს და არც სიამოვნებას არ განიცდიან. თუკი შეწყვეტ მოწევას, მიხვდები, რომ სიმშვიდისათვის და ბედნიერი ცხოვრებისათვის სიგარეტი საჭირო არ არის. “სიგარეტი მეხმარება ძნელ სიტუაციებში”ჰკითხეთ საკუთარ თავს მართლა გეხმარებათ თუ არა სიგარეტი პრობლემის გადაჭრაში? სიგარეტის მოწევა იმ დროს, როცა რაიმე პრობლემა წამოიჭრება, ხელს შეგიშლით ამ პრობლემის არსის ნათლად წარმოსახვაში და გადაჭრაში. “მოწევა მეხმარება კონცენტრაციაში და უკეთესად მუშაობაში”ნიკოტინი ხელს უწყობს კონცენტრაციას იმ ძირითადი მიზეზით, რომ იგი ამცირებს გამოდევნის სიმპტომებს (მაგ: მოუსვენრობას, აგზნებას); ნიკოტინის მოხმარებას სინამხვილეში ინტელექტუალური დონის დაქვეითება მოსდევს, რადგანაც იგი ამცირებს ჟანგბადით ტვინის კვებას. “ოდესმე თავს დავანებებ, მხოლოდ ახლა არა”შესაძლოა არ აპირებსთ მთელი ცხოვრება მოწევას. რაღას უცდით? სიგარეტის გადაგდება მოგვიანებით უფრო მიძნელდება, როცა თამბაქოს მოხმარებით დაავადება იჩენს თავს? “ნებისყოფა მღალატობს რომ გადავაგდო სიგარეტი”აშშ-ში 36 მილიონი ყოფილი მწეველი აღირიცხება. თუკი მილიონობით ადამიანმა შეძლო სიგარეტის გადაგდება, შენ რატომ არ შეგიძლია იგივე გააკეთო! მიმოიხედე შენს გარშემო, შესაზლოა რამოდენიმე ყოფილ მწეველს იცნობ. სეახსენე შენს თავს იმის შეასხებ, რომ სხვების მსგავსად არც შენ გაქვს ნაკლები ნებიყოფა. სიგარეტის გადაგდება მარტო ნებიყოფაში არ მდგომარეობს. ამისათვის განსაკუთრებული ცოდნაა საჭირო. საჭიროა სპეციალური ლიტერატურის შესწავლაც. “დამოკიდებული ვარ ნიკოტინზე”ნიკოტინი არის ნივთიერება, რომელსაც ძლიერი ფიზიკური დამოკიდებულება აქვს. გარდა ამისა, დამოკიდებულება არის ის ძირითადი მიზეზი, რის გამოც მწეველები აგრძელებენ მოწევას. თითოეული სიგარეტით, თქვენ აძლიერებთ და განამტკიცებთ ამ დამოკიდებულებას. თუმცა, 2-3 კვირა თუ დაგჭირდებათ ამ დამოკიდებულების დაძლევისათვის. ბევრმა ყოფილმა მწეველმა აღნიშნა, რომ ამ დამოკიდებულებიდან განთავისუფლება ბევრად ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე ისინი ფიქრობდნენ. და რომ ცოდნოდათ ადრე თუ რა ადვილი იყო შეჩერება, ამას ბევრად ადრე გააკეთებდნენ. “მეშინია სიგარეტის გადაგდების შემდეგ არსებული გამოდევნის სიმპტომებისა”ეს სიმპტომები ძირითადად 2-3 კვირაში ქრება. ნიკოტინური პლასტირი, საღეჭი რეზინი, ცხვირში შესასხურებელი, ინჰალატორი, ასევე მედიკამენტი ბუპროპიონი ამცირებენ ან აქრობენ ამ სიმპტომებს. ამ საშუალებების დახმარებით, თქვენ აორმაგებთ ან ასამმაგებთ თქვენს შესაძლებლობებეს წარმატებით დასძლიოთ მოწევა. “თუკი შევწყვეტ მოწევას, მოვიმატებ წონაში”ის ფაქტი, რომ ყოფილი მწეველები წონაში იმატებენ, სინამდვილეს შეეფერება. თუმცა შეიგნეთ, რომ წონაში მომატება ჩვეულებისამებრ ზომიერია (3-4 კგ, ან 8-10 გირვანქა) და უამრავი მარტივი და ეფექტური საშუალება არსებობს ამ წონის დასაკლებად ან წონაში მომატების თავიდან აცილების მიზნით. ნიკოტინის შემცველი ნაწარმის ან ბუპროპიონის გამოყენება ყოფილი მწეველების მიერ ზღუდავს წონაში მომატებას ცოტათი მაინც ან ყოველ შემთხვევაში მოწევის შეწყვეტასთან დაკავშირებულ წონაში მომატებას. “უკვე ძალიან გვიანია, ზიანი უკვე მიყენებულია”ეს ცუდი ლოგიკური დასკვნაა. არა აქვს მნიშვნელობა რამდენი წლის ხართ და რამდენ ხანს ეწოდით, სიგარეტის გადაგდება სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისათვის. არასოდეს გვიან არ არის მოწევის შეწყვეტა. “მე მხოლოდ რამოდენიმე სიგარეტს ვეწევი. ეს არც ისე სახიფათოა”ეს არის ცუდი ლოგიკა. ბევრმა მეცნიერულმა კვლევამ დაამტკიცა, რომ “ცოტა ხნით” მწეველები სერიოზულ რისკს განიცდიან. მაგალითად, ადამიანი, რომელიც დღეში 1-დან 10 სიგარეტამდე ეწევა, კობოთი დაავადების 10-ჯერ მეტი რისკის ქვეშ იმყოფებიან, ვიდრე არამწეველები. “მე ვეწევი მსუბუქ სიგარეტებს; მე დაბალი რისკის ქვეშ ვიმყოფები”ტერმინი “მსუბუქი” სიგარეტი გამოგონილი იქნა თამბაქოს ინდუსტრიის მიერ, რითაც აჯერებს მწეველებს, რომ ეს სიგარეტი ნაკლებად ტოქსიკურია ან ნაკლებად შეჩვევადი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. მსუბუქი სიგარეტის მწეველები არ ეწევიან მათ ისეთი გზით, როგორც “ჩვეულებრივი” სიგარეტის მწეველები. ისინი უფრო ღრმად ექაჩებიან, უფრო ღრმად შეისუნთქავენ კვამლს, ტოვებენ უფრო პატარა ნამწვავებს. ამის შედეგად, მსუბუქი სიგარეტის მწეველთა სისხლში არსებული ნიკოტინის და სხვა ტოქსიკური ნივტიერებების რაოდენობა დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი სიგარეტების მწეველთა სისხლში არსებული ნივთიერებების რაოდენობისაგან. “თუკი თავს დავანებებ, მეშინია რომ შეიძლება კვლავ დავიწყო”მოწევისათვის თავის დანებების დროს მავნე ჩვევისაკენ კვლავ მიბრუნება ნორმალური მოვლენაა. იგი სიგარეტის გადაგდების პროცესის ნაწილია. ყოფილი მწეველები საშუალოდ 4 სერიოზულ ცდას ახორციელებენ, რათა საბოლოოდ გათავისუფლდნენ მოწევისაგან. მავნე ჩვევისაკენ მიბრუნება არ არის სირცხვილი. კვლავ და კვლავ სცადეთ. ყოველი ცდა ზრდის თქვენი წარმატების შანსს. როგორ მოვიქცეთ?ჩვენ შეგვიძლია დაგეხმაროთ!ჩვენი მისამართია: www.stop-tabac.ch გარდა ამისა, ექიმის, დამხმარე ჯგუფის, შესაბამისი სასუალებების გამოყენებაც გჭირდებათ.
სად შეიძლება ვიპოვოთ დამატებითი ინფორმაცია მოწევის შეწყვეტასთან დაკავშირებით?ინტერნეტი
დამატებითი ინტერნეტ-რესურსებიზოგადი რესურსებიჯანმრთელობასთან დაკავშირებული რესურსებიდოკუმენტაცია და სასამართლო საქმეები
მოწევის საწინააღმდეგო საიტებისიახლეებისტატიები და პუბლიკაციები
გასაყიდი პროდუქციაპროგრამული მასალები
მკურნალობა და დახმარება
ვიდეო
მწეველთა უმრავლესობა 5 საფეხურს გადის, სანამ მთლიანად გათავისუფლდება თამბაქოსაგან.ეს საფეხურებია:
ეს ბროშურა შეიქმნა
ჟენევის უნივერსიტეტის სოციალური და პროფილაქტიკური მედიცინის ინსტიტუტის მიერ,
შვეიცარიის კიბოს ლიგის დახმარებით, ასევე შვეიცარიის მეცნიერების ეროვნული ფონდის,
Swiss Romande ლატარეის, ჟენევის სოცილურ საქმეთა და ჯანმრთელობის განყოფილების,
შვეიცარიის ჯანდაცვის ფედერალური ოფისის, ჯანმრთელობის გაუმჯობესების შევეიცარიული
ფონდის, Parmacia&Upjohn, შვეიცარიის ფილტვის ლიგის, Cipret-Geneve და იურას
კანტონის ჯანდაცვის ოფისის მხარდაჭერით. მადლობას ვუხდით შევეიცარიის თამბაქოს
თავიდან აცილების ასოციაციას დახმარებისა და მხარდაჭერისათვის. საიტის ორიგინალური ვერსიის ავტორი: ჟან ფრანსუა ეტერი (giorgi98@hotmail.com) საიტის ქართული ვერსია მომზადებულია ახალგაზრდა დიპლომატთა საერთაშორისო ასოციაციის მიერ თამბაქოს საწინააღმდეგო ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით. ვებ-დიზაინერი: გიორგი მაღრაძე ამ ბროშურის შეფასება დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის! თქვენ ასევე შეგიძლიათ გამოაგზავნოთ თქვენი შეფასების ფორმა ფაქსით: (+995 32) 99 72 49 ან მოგვწეროთ ელექტრონულ ფოსტაზე: tcageo@posta.ge (გ. ბახტურიძე) |